პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები რეგიონებში მოსახლეობის გაზიფიცირების უზრუნველსაყოფად. გაგრძელდა 2019-2021 წ.წ. გეგმით გათვალისწინებული სამუშაოები.
დღეის მდგომარეობით, გეგმის ფარგლებში, ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვის საშუალება მიეცა 68500-ზე მეტ პოტენციურ აბონენტს, 300-ზე მეტ დასახლებულ პუნქტში.
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, გაზიფიცირების სამშენებლო სამუშაოები დასრულდა 43 დასახლებულ პუნქტში მცხოვრები 9200-ზე მეტი ოჯახისათვის. 2021 წლის 28 სექტემბრის №1716 განკარგულებით ცვლილება შევიდა საქართველოს რეგიონების გაზიფიცირების 2022-2024 წ.წ. გეგმაში. ცვლილების თანახმად, მომდევნო სამი წლის განმავლობაში, გაზიფიცირების სამუშაოები ჩატარდება 244 დასახლებულ პუნქტში 39698 პოტენციური აბონენტისათვის, - ამის შესახებ ნათქვამია სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებაში, რომელიც პარლამენტს უკვე წარედგინა. ანგარიშში წერია, რომ საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებისა და ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, გრძელდება ენერგეტიკის სფეროს ფართომასშტაბიანი რეფორმა, რის შედეგადაც, დარგში თავისუფალი საბაზრო ურთიერთობების გაძლიერების მიზნით, მიმდინარეობს ენერგეტიკული საქმიანობების − გადაცემისა და განაწილების განცალკევება წარმოების, ვაჭრობისა და მიწოდების საქმიანობისგან.
„წლის ბოლომდე სრული დატვირთვით ამოქმედდება საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა, რომელიც უზრუნველყოფს ენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენტული და ღია ბაზრის პრინციპების დანერგვას. საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის მიერ აქტიურად მიმდინარეობს დღით ადრე ბაზრის პლატფორმის ფუნქციონირება სატესტო რეჟიმში, ბაზრის სხვა მონაწილეების ჩართულობით, რაც მოიცავს მათ ტრენინგსაც. უკვე დასრულებულია დღით ადრე ბაზრის ამოქმედებისთვის აუცილებელი მოსამზადებელი ეტაპები − მიღებულია ძირითადი სამართლებრივი აქტები, შიდა რეგულაციები და ინსტრუქციები. ამასთან, მიმდინარეობს მუშაობა დღიური ბაზრის დანერგვაზე. გარდა ამისა, სიმულაციურ რეჟიმში მიმდინარეობს ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერირება.
ასევე აღსანიშნავია, რომ აქტიური ძალისხმევაა მიმართული ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურების ბაზრის ოპერირებისთვის საჭირო სამართლებრივი აქტების შემუშავებაზე. დაწყებულია საბოლოო მომხმარებლების ბაზარზე გაყვანის პროცესი (გარდა საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისა და მცირე საწარმოებისა), რაც ეტაპობრივად განხორციელდება 2026 წლამდე, მათი მოხმარების სიდიდისა და ძაბვის მიხედვით. პარალელურად, განხორციელდება შესაბამისი რეგულირებული სადგურების ეტაპობრივი დერეგულირება სიმძლავრეების მიხედვით. ამ ეტაპისთვის, ელექტროენერგიის ბაზრის სამიზნე მოდელის ფარგლებში, დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად რეგისტრირებულია 33 მსხვილი მომხმარებელი“, - წერია ანგარიშში.
დოკუმენტში ასევე, საუბარია, იმაზე, თუ რა ნაბიჯები გადაიდგა საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებისა და ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების მიზნით:
„მიმდინარეობს მუშაობა გარდაბანში თანამედროვე ტექნოლოგიების, გაზის ტურბინიანი კომბინირებული ციკლის ახალი თბოელექტროსადგურების (გარდაბანი 3 და გარდაბანი 4) მშენებლობაზე, დაახლოებით 500 მგვტ დადგმული სიმძლავრით. ამ ეტაპისთვის, დასრულებულია მუშაობა ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევებზე.
ენერგოეფექტურობის გაძლიერებისა და ენერგოეფექტურობის სტანდარტების დანერგვის მიზნით, საერთაშორისო საუკეთესო გამოცდილებაზე დაყრდნობით მიმდინარეობს მუშაობა კანონქვემდებარე აქტებზე. მათ შორის, საანგარიშო პერიოდში დამტკიცდა „შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები“, „შენობების ენერგოეფექტურობის გამოთვლის ეროვნული მეთოდოლოგია“, გათბობისა და გაგრილების სისტემების ხარჯთეფექტურობის ანალიზის წესი, ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებების შესახებ ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის შეტყობინების წარდგენის წესი და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის ენერგოეფექტურობის ეროვნული სამიზნე მაჩვენებლის შესრულების თაობაზე ანგარიშგების წესი. ასევე მომზადებულია „ენერგოეფექტურობის შესახებ“ და „შენობების ენეროგეფექტურობის შესახებ“ კანონებით განსაზღვრული კანონქვემდებარე აქტების 21 პროექტი.
გრძელდება ენერგიის განახლებადი წყაროების განვითარებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა. ექსპლუატაციაში შევიდა 6 ჰიდროელექტროსადგური (დვირულა ჰესი, საშუალა 1 ჰესი, საშუალა 2 ჰესი, სხალთა ჰესი, ლახამი 1 ჰესი, ლახამი 2 ჰესი) ჯამური დადგმული სიმძლავრით 39,1 მგვტ
ამჟამად გაფორმებულია 207 მემორანდუმი, მათგან 160 მცირე და საშუალო სიმძლავრის, ხოლო 4 დიდი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის განვითარების თაობაზე, ასევე 12 ქარისა და 31 მზის ელექტროსადგურის განვითარებასთან დაკავშირებით. გაფორმებული მემორანდუმებით, ელექტროსადგურების სავარაუდო ჯამური დადგმული სიმძლავრე − 4073 მგვტ, სავარაუდო გამომუშავება კი, დაახლოებით 15,59 მლრდ კვტ/სთ-ია.
სატრანზიტო მიმართულების განვითარების მიზნით, საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის ფარგლებში, საანგარიშო პერიოდში, გაგრძელდა 220 კვ „ახალციხე-ბათუმის“ ელექტროგადამცემი ხაზის (ეგხ) მშენებლობა და 220 კვ ეგხ „კოლხიდა-1-ის“ რეაბილიტაცია;
2021 წლის მეორე ნახევარსა და 2022 წლის დასაწყისში, ხელი მოეწერა სამშენებლო კონტრაქტებს:
220/110 კვ ქვესადგური ოზურგეთი, 220 კვ ქვესადგური ლაჯანური და ახალციხის ქვესადგურის 400-იანი და 500-იანი ჩანართების მშენებლობა;
ეგხ 220/110 კვ „ოზურგეთი-ზოტის“ მშენებლობა და პალიასტომის შეჭრა;
220 კვ ეგხ „ახალციხე-ბათუმის“ მშენებლობა (სხალთის მონაკვეთი);
500 კვ ეგხ „წყალტუბო-ახალციხის“ და 400 კვ ეგხ „ახალციხე-თორთუმი".
2022 წლის დასაწყისში დასრულდა 500/220 კვ „ჯვარი-ხორგას“ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა. აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები რეგიონებში მოსახლეობის გაზიფიცირების უზრუნველსაყოფად. გაგრძელდა 2019-2021 წ.წ. გეგმით გათვალისწინებული სამუშაოები. დღეის მდგომარეობით, გეგმის ფარგლებში, ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვის საშუალება მიეცა 68500-ზე მეტ პოტენციურ აბონენტს, 300-ზე მეტ დასახლებულ პუნქტში. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, გაზიფიცირების სამშენებლო სამუშაოები დასრულდა 43 დასახლებულ პუნქტში მცხოვრები 9200-ზე მეტი ოჯახისათვის. 2021 წლის 28 სექტემბრის №1716 განკარგულებით ცვლილება შევიდა საქართველოს რეგიონების გაზიფიცირების 2022-2024 წ.წ. გეგმაში. ცვლილების თანახმად, მომდევნო სამი წლის განმავლობაში, გაზიფიცირების სამუშაოები ჩატარდება 244 დასახლებულ პუნქტში 39698 პოტენციური აბონენტისათვის“.