ესპანეთში დაკარგულმა კატამ 250 კილომეტრი გაიარა და საფრანგეთში, ოჯახთან დაბრუნდა

ჟღალი კატა

კატა სახელად ფილი სახლში სხვა ქვეყნიდან დაბრუნდა. France Info-ის მიხედვით, მან ამისთვის  250 კილომეტრი გაიარა.

კატის პატრონები, ეველინი და პატრიკ სირები, ცხოველთან ერთად ესპანეთში ისვენებდნენ. 2025 წლის აგვისტოს დასაწყისში ისინი ბრუნდებოდნენ თავის მშობლიურ საფრანგეთში. გზაზე ოჯახმა მანქანა ბენზინგასამართ სადგურზე შეაჩერა, სადაც ფილი მოულოდნელად მანქანიდან გადმოვიდა და გაიქცა. კატის პატრონებმა ცხოველის გაუჩინარება მოგვიანებით შენიშნეს.

ოჯახმა კატის ძებნა დაიწყო, მათ დახმარება სთხოვეს ადგილობრივ ცხოველების დაცვის ორგანიზაციებსაც. მიუხედავად მათი ძალისხმევის, ფილს მაინც ვერ პოულობდნენ. ოჯახმა კატის პოვნის იმედი უკვე დაკარგული ჰქონდა, როცა ხუთი თვის შემდეგ, 9 იანვარს, მათი კატა სახლში დაბრუნდა.