რუსეთმა ტრამპი გააფრთხილა, რომ პანამის არხი ხელში ძალით არ ჩაიგდოს

პანამის არხი

21 იანვარს რუსეთმა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გააფრთხილა, რომ პანამის არხი ხელში ძალით არ ჩაიგდოს. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საინაუგურაციო სიტყვით გამოსვლის დროს პანამის არხს "უკან დაიბრუნება" დააანონსა, რადგან, მისი თქმით, პანამამ აშშ-სთან გაფორმებული ხელშეკრულება დაარღვია, რომელიც პანამის არხის მართვაში ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას გულისხმობდა.

"რუსეთი მოელის, რომ პანამისა და აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპს შორის პანამის არხზე კონტროლის საკითხთან დაკავშირებით მოსალოდნელი დისკუსიების დროს, რაც მათი ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებშია, მხარეები ამ მნიშვნელოვანი საზღვაო გზის ამჟამინდელ საერთაშორისო კანონიერ რეჟიმს პატივს სცემენ", — განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ლათინური ამერიკის დეპარტამენტის დირექტორმა ალექსანდრ შჩეტინინმა.

ტრამპის განცხადებას მალევე პანამის პრეზიდენტი, ხოსე რაულ მულინო გამოეხმაურა და დაწერა, რომ "პანამის რესპუბლიკისა და მისი ხალხის სახელით სრულად უარყოფს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიტყვებს"

აშშ-მ პანამის არხი 1904-1914 წლებში ააშენა მას შემდეგ, რაც 1903 წელს პანამას კოლუმბიისგან დამოუკიდებლობის მოპოვებაში დაეხმარა. 1977 წელს ხელმოწერილი ტორიხოს-კარტერის ხელშეკრულებით, არხის პანამის კონტროლქვეშ გადასვლის პროცესი ეტაპობრივად დაიწყო და 1999 წლის 31 დეკემბერს სრულად გადაცემით დასრულდა.