ეს ვიდეო გულგრილს ვერავის ტოვებს – ჩაიკოვსკის მუსიკამ 101 წლის ყოფილი პრიმა-ბალერინა ეტლშიც ააცეკვა

ბალერინა

ორგანიზაციამ „Música Para Despertar“, რომელიც ხელს უწყობს მუსიკის გამოყენებას, როგორც თერაპია – დემენციისა და სხვა დაავადებების საწინააღმდეგოდ, გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ყოფილი მოცეკვავე, რომელიც დაავადებული იყო ალცჰაიმერით, ჩაიკოვსკის ბალეტის მოსმენისას, ცეკვას იწყებს – მან ეტლიდან პრიმა-ბალერინას როლი შეასრულა.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც საუკუნის ბალერინა, რომლისთვისაც ჩაიკოვსკის მუსიკა, ჯერ კიდევ ძვირფასია, მოხდენილად ცეკვავს, რომელიც მისი გარდაცვალების წლისთავთან დაკავშირებით გამოქვეყნდა.

ეს არის მართა კ. გონსალესი – 60-იანი წლების ნიუ-იორკის ბალეტის პრიმა-ბალერინა. ალცჰაიმერით დაავადებულმა ყოფილმა პრიმა-ბალერინამ, როცა ჩაიკოვსკის „გედების ტბა” მოისმინა, დაამტკიცა, რომ ყოფილი ბალერინები არ არსებობენ.

რამდენიმე ნაცნობი ნოტა… და ინვალიდის ეტლით დაავადებამაც კი ვერ შეაჩერა, 101 წლის ქალბატონის რუსული ბალეტისადმი სიყვარული. ვიდეო რგოლი, რომლის ნახვა, ნებისმიერ ადამიანს აღაფრთოვანებს და ცრემლსაც კი მოადენს.

მართა ს. გონსალესი -ესპანელი ექსბალერინაა, რომელიც ნიუ-იორკის ბალეტის პრიმა ბალერინა გახლდათ. ასაკში ქალს, ალცჰაიმერის დაავადება დაეწყო, რამაც ინვალიდის ეტლს მიაჯაჭვა.

ალცჰეიმერი, როგორც წესი, თავს ესხმის ადამიანის მეხსიერებას და ასევე ართმევს მას ნორმალური საქმიანობის თვითნებური შესრულების შესაძლებლობას, მით უმეტეს, ცეკვის დროს.

ამასთან, კლასიკური მუსიკის ძალა და დიდი სიყვარული ბალეტისადმი დაეხმარა მას, თუნდაც ცოტა ხნით, დააბრუნოს დრო და გასული წლები გაიხსენოს.

ქალს მიეცა საშუალება, ყურსასმენებზე მოესმინა ჩაიკოვსკის “გედების ტბა”. ნაცნობი მელოდიის გაგონებისთანავე, ყოფილმა მოცეკვავემ, მაშინვე შეიცნო. მან ხელებით, მხატვრული ელემენტების შესრულება დაიწყო, თითქოს ჰაერის ტალღებს ეხებოდა.

ამასთან, ასაკოვან ქალს ხელები არ ემორჩილებოდა, რამაც ბალერინა ძალიან აღშფოთდა. ამის შემდეგ, მის გვერდით მჯდომმა, ხელი გამოართვა და ნაზად ეამბორა.

ექს-ებალერინამ, კომპოზიციის მოსმენა განაგრძო და ხელებმაც, უფრო მეტი ნდობა მოიპოვა.

ქალი, ინსტიქტურად აგრძელებდა ხელების მოხდენილი მოძრაობების რეპროდუცირებას, რაც ზუსტად იგივე იყო, რაც ახალგაზრდობაში, 1967 წელს, როცა ჯერ კიდევ სცენაზე იდგა.

მისი მოძრაობები და სახის გამომეტყველება, იმ ხელოვნებას განასახიერებდა, რასაც ათეულობით წლით ადრე დაეუფლა.

ვიდეო სოციალურ ქსელში, მალევე გავრცელდა. აღფრთოვანებულმა მაყურებლებმა განაცხადეს, რომ ცრემლებს ვერ იკავებდნენ, როდესაც ყოფილი პრიმა-ბალერინას, „წარსულ დროში მოგზაურობას“ უყურებდნენ.

რეჟისორმა და Música para Despertar– ის დამფუძნებელმა პეპე ოლმედომ, ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მას, შემეცნების მსუბუქი დაქვეითება ჰქონდა, მაგრამ მაინც შეეძლო ლაპარაკი, როდესაც ქორეოგრაფიის ჟესტების გამეორება დაიწყო, რაც მან ბევრჯერ შეასრულა ნიუ-იორკის სცენაზე.

ოლმედოს თქმით, გონსალესის ცხოვრების შესახებ ბევრი არაფერი იყო ცნობილი. ის ესპანელი იყო, ვალენსიიდან, მაგრამ ემიგრაციაში წავიდა კუბაში, სადაც ბალეტი შეისწავლა და ნიუ-იორკში დაფუძნდა პრიმა-ბალერინად .

“ჩვენ მის შესახებ ინფორმაცია ვერ მოვიძიეთ, მაგრამ მახსოვს, რომ იგი მისი ცხოვრების ეტაპებს გვიყვებოდა . შეიძლება ითქვას, რომ ის, მართლაც განსაკუთრებული მოცეკვავე განსაკუთრებული იყო. ბედნიერების ამ ნაპერწკლის მიღმა, ჩვენ ვიყენებთ მუსიკას, როგორც შემეცნებითი სტიმულაცია – ენით ან მეხსიერებით – და დაავადებას უფრო ნელა ვავითარებთ””, – ამბობს ოლმედოსი.

ოლმედო ფსიქოლოგი და მუსიკალური თერაპევტია, მაგრამ დემენციასთან მისი ურთიერთობა დედის მოძველებულ სახლში მუშაობის დროიდან იწყება.