ექსტრასენსი, რომელმაც დედოფლის სიკვდილი იწინასწარმეტყველა მსოფლიო ლიდერებს აფრთხილებს - „ისინი დიდი ხანია გეგმავდნენ თავდასხმას“

ექსტრასენსი

ექსტრასენსი, მეტსახელად „ნოსტრადამუსის რეინკარნაცია“, მსოფლიო ლიდერებს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ აფრთხილებს.

ბრაზილიელი მკითხავი, ათოს სალომე ირწმუნება, რომ იწინასწარმეტყველა დედოფლის სიკვდილი, კოვიდ-19 და მესამე მსოფლიო ომი. ახლა ის კიდევ ერთ შემზარავ ხედვას გვიზიარებს. ამის შესახებ უცხოური გამოცემა წერს. 

36 წლის ბრაზილიელი  ამბობს, რომ შეერთებულ შტატებს ღალატისა და შემოჭრის გარდაუვალი საფრთხე ემუქრება მომავალ წელს, 2024 ან 2026 წელს.

„აშშ-ს უღალატებენ და შემოიჭრებიან, ისინი უკვე დიდი ხანია გეგმავდნენ თავდასხმას. რაღაც ციდან ჩამოვარდება და აღარაფერი დარჩება, ეს იქნება გაფრთხილება იმისა, რომ ომი დაიწყო...

„დიდი ლიდერების“ წყვილი შეიკრიბება ერთად, რათა მოახდინოს ქაოსი აშშ-ში, რაც კიდევ უფრო დამღუპველია, ვიდრე 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმა.

ახალი ეპიზოდის უკან ორი დიდი ლიდერი დგას. მესამე მსოფლიო ომი მოდის. ახალი ტრაგედიებია დაგეგმილი 2023 წელს, მაგრამ არის ეპიზოდები 2024 წლის ან თუნდაც 2026 წლისთვის. მე ვხედავ, რომ 2023 წლის თებერვალი, აპრილი და ივლისი ახალი ტრაგედიებით სავსე იქნება“,- ამბობს მკითხავი.

როგორც ათოსი ამბობს, იგი თავის ხედვებს იმიტომ აზიარებს, რომ ლიდერები მოახლოებული საფრთხის შესახებ გააფრთხილოს.

„მე არ ვთვლი ჩემს თავს მკითხავად და შედარება ზედმეტად პრეტენზიულად მიმაჩნია. ეს პროგნოზები გაფრთხილების მიზნით კეთდება, რომ ამ ყველაფერს მოსახლეობის სასოწარკვეთილება არ მოჰყვეს“, - აღნიშნავს ათოსი.

მისივე თქმით, მომავალი წლის ყველაზე საშიში თვეები იქნება თებერვალი, აპრილი და ივლისი, როდესაც სამყარო შეიცვლება.