პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილავენ ჟირინოვსკის წინასწარმეტყველებას, რომელიც მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი
მისი ერთ-ერთი მთავარი და ბოლო პროგნოზი ცნობილი თებერვლის მოვლენების დაწყების თარიღი იყო. ჟირინოვსკიმ ეს 2021 წლის ბოლოს გამოაცხადა და აღნიშნა, რომ მომავალი წელი რთული იქნება.
„მინდა, რომ 2022 წელი იყოს მშვიდობის წელი, მაგრამ მე მიყვარს სიმართლე. ეს არ იქნება მშვიდობიანი წელი“, - განაცხადა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ ომის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე.
ახლა აღმოაჩინეს პოლიტიკოსის კიდევ ერთი განცხადება, რომელიც საზოგადოებაში კიდევ უფრო მეტ კითხვებს აჩენს.
„დაელოდეთ 19 სექტემბერს. ყველაფერი დაწყნარდება, ყველაფერი მოკვდება 2024 წლის მარტამდე, როცა ისევ გამწვავებები იქნება, საპრეზიდენტო არჩევნების გამო“, - თქვა ჟირინოვსკიმ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე.
ამჯერად ვერ გამოიცნო, ომის დასრულებაზე საუბარი ჯერ არ არის, მოსკოვმა ნაწილობრივი მობილიზაციაც კი გამოაცხადა, მაგრამ ერთი რამ ცხადია: ჟირინოვსკი იშვიათად ცდებოდა თავის პროგნოზებში. ჯერ კიდევ 2006 წელს, პოლიტიკოსი დასავლელ პარტნიორებს დაჰპირდა: „მოგიწევთ გაზში ათასი ევროს გადახდა, ამას გპირდებით. თქვენ არ გაქვთ ასეთი ფული, რაც ნიშნავს, რომ გაიყინებით“.
ფაქტია, რომ 2022 წელს ევროპის ქვეყნებში გაზის ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ამერიკაში კი საწვავის ფასების ზრდამ არნახული რეზონანსი გამოიწვია და გალონზე შვიდ დოლარს მიაღწია.
მისი სამი წლის წინანდელი ნათქვამიც ახდა, როცა გამოაცხადა, რომ ყაზახეთის დედაქალაქი ძველ სახელს დაიბრუნებდა. რამდენიმე დღის წინ ძალაში შევიდა ქვეყნის პრეზიდენტის, კასიმ-ჯომარტ ტოკაევის ბრძანებულება, ნურ-სულთანს ძველი სახელი, ასტანა დაუბრუნდეს.
„თუ გავაანალიზებთ, ის ერთადერთი პოლიტიკოსი იყო, ვინც თარიღებთან და ქვეყნებთან დაკავშირებით ზუსტ პროგნოზებს აკეთებდა“ - ამბობს ანდრეი კოშკინი, პლეხანოვის რუსეთის ეკონომიკური უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებისა და სოციოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
„ჟირინოვსკის ვიცნობდი და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ შესანიშნავი ანალიტიკოსი იყო. და პროგნოზები 19 სექტემბრის შესახებ, რომ ყველაფერი დაწყნარდება, ის ალბათ 2022 წელს არ გულისხმობდა, რადგან ამ მომენტში მოვლენები ჯერ არ დასრულებულა. მაგრამ რაც შეეხება 2023 წელს, დიდი ალბათობაა. ამ დროისთვის ჩვენ დიდი ალბათობით ვიხილავთ სპეცოპერაციის მთავარ შედეგებს და შევძლებთ პროგნოზირებასაც“. - ამბობს კოშკინი.