„ექიმები მიმტკიცებდნენ, რომ საშარდე გზების ინფექცია იყო... თურმე სიმსივნე ყოფილა“ - მშობლების ინსტინქტმა 6 წლის გოგონა სრული პარალიზებისგან  იხსნა (უცხოეთი)

ბავშვი

მშობლების ინსტინქტმა 6 წლის გოგონა სრული პარალიზებისგან  იხსნა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, 6 წლის ფეიტ რობერტსი კვირების განმავლობაში ნეკნების ტკივილითა და სიცხით იტანჯებოდა. ექიმები ფიქრობდნენ, რომ გოგონას საშარდე გზების ინფექცია ჰქონდა.

თუმცა ფეიტის მშობლები დარწმუნებულები იყვნენ, რომ ბავშვის ავადმყოფობის მიზეზი საშარდე გზების ინფექცია სულაც არ იყო. ექიმების მტკიცების მიუხედავად, ალანაჰმა და ენდიმ გოგონასთვის დამატებითი გამოკვლევების გაკეთება მოითხოვეს. 

„რაღაცნაირად ვგრძნობდი, რომ საქმე ბევრად უფრო რთულად იყო და ექიმების დიაგნოზი არასწორი იყო. ალბათ, ესაა მშობლების ინსტინტქტი, ჩვენ ყოველთვის ვგრძნობთ რა ხდება ჩვენი შვილების თავს...

6 კვირა ჩემი შვილი ცუდად იყო, ექიმები კი მეუბნებოდნენ რომ ეს ყველაფერი საშარდე გზების ინფექციით იყო გამოწვეული.  

რამდენიმე დღეში ჩემმა გოგონამ კიდურების გამოძრავების უნარი დაკარგა, უჭირდა ბალანსის დაცვა და სიარულისას ძირს ვარდებოდა...დამატებითი გამოკველვების ჩატარება მოვითხოვე...

მაგნიტურ-რეზონანსულმა ტომოგრაფიამ აჩვენა, რომ ფეიტს ზურგის ტვინის სიმსივნე ჰქონდა... დიაგნოზის დასმიდან 3 დღის შემდეგ მას ოპერაცია ჩაუტარდა - სიმსივნის ამოკვეთა მოხერხდა. დროული ქირურგიული ჩარევა რომ არა, ჩემი შვილი მთელი ცხოვრების მანძილზე პარალიზებული იქნებოდა",- ამბობს ფეიტის დედა, ალანაჰი. 

ასევე ნახეთ:

„ეს ის შემთხვევაა, როცა ჩემს დრანცას მთელმა ერმა მხარი უნდა დავუჭიროთ“ - კესარია აბრამიძე

„იწყება...“ - ჯარჯი თორაძე თათია შარანგიას ახალ ფოტოს აქვეყნებს