"სექსუალურ კავშირს ჩვენს თვალწინ ამყარებდნენ... " - ძალადობის მსხვერპლი ბიჭის შემზარავი ამბავი
1744528145
თბილისში, "რატის ბარში," სადაც გამთენიისას ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა. ექსპერტ-კრიმინალისტები ადგილზე საგამოძიებო მოქმედებებს 8 საათის განმავლობაში ატარებდნენ. ამასთან, სამართალდამცველებმა"რატის ბარი" დალუქეს.
როგორც ირკვევა, ახალგაზრდას სასიკვდილო ჭრილობები ყელის არეში ცივი იარაღით მიაყენეს. რა გახდა დანაშაულის მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.
გარდა ამისა, "კურიერის" ინფორმაციით, მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, პოლიციამ ერთი პირი დააკავა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 108-მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.