ენტონი ბლინკენი თურქეთში ჩავიდა

ენტონი ბლინკენი იორდანიაში ჩავიდა

რეგიონში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თურქეთში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. გამოცემა აღნიშნავს, რომ თურქეთი ბლინკენის პირველი გაჩერებაა რეგიონში დაგეგმილი ვიზიტების ფარგლებში.

სახელმწიფო მდივანი სტამბოლში შეხვედრებს გამართავს და ასევე მოსალოდნელია მისი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრა.

2023 წლის 7 ოქტომბრის ჰამასის ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმის შემდეგ ეს ბლინკენის რეგიონში უკვე მეოთხე ვიზიტია.