ნიკოლ ფაშინიანი აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფება

ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

ვიზიტის ფარგლებში, რომელიც დღეს, 3 თებერვალს დაიწყო და 7 თებერვლამდე გაგრძელდება, ფაშინიანი მონაწილეობას მიიღებს რელიგიური თავისუფლების მე-5 წლიურ საერთაშორისო სამიტში.

წინასწარი ინფორმაციით, დაგეგმილია სხვა შეხვედრებიც, თუმცა დეტალები ჯერჯერობით გასაჯაროებული არ არის.