ელტონ ჯონი ვარაუდობს, რომ 2030 წელს შიდსს დაამარცხებენ

ელტონ ჯონი

ელტონ ჯონის თქმით, 2030 წლისთვის შიდსის დასრულება შესაძლებელია. მისმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ ახალი ინიციატივა წამოიწყო და შიდსის მზარდი მაჩვენებლების დასაძლევად 101 მილიონი ფუნტი სტერლინგის ოდენობის თანხა გამოყო.

ფონდი ხელს შეუწყობს როგორც აივ ინფექციებთან დაკავშირებით მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლებას, ასევე პრევენციას. ორგანიზაცია ასევე ერთი მილიონი ადამიანისთვის უზრუნველყოფს ტესტებზე წვდომასა და მკურნალობის სერვისებს.

ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი წარმოადგენს ინფექციას, რომელიც აზიანებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას. აღნიშნული ვირუსის ყველაზე გავრცელებულ ფორმას კი შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი - შიდსი წარმოადგენს. 

მომღერლის აზრით, ყველა დაავადებულს უნდა ჰქონდეს წვდომა მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებაზე, ხოლო აივ ინფექციის რისკის ქვეშ მყოფ ყველა ადამიანი უნდა იცავდეს პრევენციის ყველა ზომას.