ორი ასაკობრივი ზღვარის გადალახვის შემდეგ, ადამიანი საგრძნობლად სწრაფად ბერდება - ახალი კვლევა
1732214480
პრინცი ჰარი და ელტონ ჯონი Daily Mail-ს უჩივიან. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
საქმე ეხება ტელეფონების სავარაუდო მოსმენასა და კონფიდენციალურობის დარღვევას. ისინი უკვე გამოჩნდნენ უმაღლეს სასამართლოში. ჰარი ამბობს, რომ Daily Mail-ის მიერ გამოქვეყნებულმა სტატიებმა არაერთი „ეჭვი და პარანოია გამოიწვია". პარალელურად, სააგენტოს წარმომადგენლები ყველანაირ ბრალდებას უარყოფენ. სასექსის ჰერცოგი და ცნობილი მომღერალი სასამართლო დარბაზში ორშაბათს დილით მივიდნენ.
ელტონ ჯონი აცხადებს, რომ Daily Mail-მა პირადი ცხოვრების დეტალების შესახებ ინფორმაცია უკანონო გზებით მოიპოვა. როგორც BBC წერს, სასამართლო მოსმენა 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება. როგორც ელტონ ჯონის ადვოკატი, დევიდ შერბორნი, ამბობს „მომჩივანი არგუმენტირებულად ამტკიცებს, რომ სხვადასხვა გზით ის ბრალდებულის მიერ განხორციელებული მრავალი უკანონო ქმედების მსხვერპლი გახდა". მისი თქმით, სავარაუდო უკანონო ქმედება მოიცავდა "ხმოვანი შეტყობინებებისა და ზარების მოსმენას, ასევე ინფორმაციის შეგროვებას გადასახედებსა და სამედიცინო მომსახურებებზე". ამასთან, საუბარია Daily Mail-ის მიერ კერძო აგენტების გამოყენებაზე, "რომელთა მიზანი რეპუტაციული ზიანის მიყენება იყო".
რაც შეეხება პრინც ჰარის, ის მისი თინეიჯერობის წლების განმავლობაში მოპოვებული უკანონო ინფორმაციის გასაჯაროებისთვის ჩივის.
„ზოგიერთი კონფიდენციალური დეტალის გამჟღავნების შემდეგ ჰარიმ მეგობრები დაკარგა, რაც შეიძლება მორალურ ზიანად შეფასდეს", - ამბობს ადვოკატი.
ცნობისთვის, სასექსის ჰერცოგი პირველად დაბრუნდა სამშობლოში სექტემბრის შემდეგ, რა დროსაც დედოფალი ელიზაბეტ მეორე გარდაიცვალა. უცნობია, რა სახის სასჯელი ან კომპენსაცია შეეფარდება Daily Mail-ს, თუ მოსარჩელეები საკუთარი სიმართლის დამტკიცებას შეძლებენ.