რუსთავის მერიის ახალი მუნიციპალური სერვისი C ჰეპატიტის აივ/შიდსის და ტუბერკულოზის სქრინინგს ითვალისწინებს

რუსთავი

რუსთავის მერიამ მუნიციპალური სერვისების რეფორმის ფარგლებში,  კიდევ ერთი ახალი პროგრამა აამოქმედა. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაზე და უსაფრთხო გარემოს შექმნაზე ორიენტირებული  მუნიციპალური მომსახურება, C  ჰეპატიტის, აივ/ შიდსის და ტუბერკულოზის სკრინინგს ითვალისწინებს. 
პროგრამას, რუსთავის მერიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრი ახორციელებს.

კამპანია, სოციალურად აქტიურ მუნიციპალურ სამსახურებში, ლაბორატორიული კვლევების  ადგილზე ჩატარებასაც ითვალისწინებს. 

ახალი პროგრამის ბენეფიციარები,  18 წელს გადაცილებული მოქალაქეები არიან. 
სკრინინგის პროგრამის ფარგლებში, დღეს სამედიცინო შემოწმება მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოში დასაქმებულ მძღოლებს, კონტროლიორებს, ადმინისტრაციის თანამშრომლებსა  და ტექნიკურ პერსონალს ჩაუტარდა.

C ჰეპატიტის აივ/შიდსის და ტუბერლკულოზის დიაგნოსტიკის  სერვისი, პირველადი ჯანდაცვის  საერთაშორისოდ აღიარებული სტრატეგიაა და ამ დაავადებების გავრცელების პრევენციას ისახავს მიზნად.სკრინინგს პროგრამაში ჩართვას  რუსთავის მოსახლეობა  მერიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ოფისში მოწყობილ სპეციალურ სამედიცინო ლაბორატორიაში,  1 აპრილიდან  უფასოდ შეძლებს.