დაკავებულია სამი „კანონიერი ქურდი“ მეტსახელად „პიზა“, „პაკა“ და გია მეფორია
1784576136
ელ ნინიო (El Niño) გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ „ამინდის გაუარესება“. ეს არის პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი კლიმატური ფენომენი.
1. სახელი „ქრისტე შობას“ უკავშირდება;
სიტყვა El Niño ესპანურად „ბიჭუნას“ ნიშნავს, თუმცა კონკრეტულ კონტექსტში ის ჩვილ იესოს აღნიშნავს. ეს სახელი ფენომენს მე-19 საუკუნეში პერუელმა მეთევზეებმა შეარქვეს. მათ შენიშნეს, რომ წყნარი ოკეანის წყლები უჩვეულოდ თბებოდა და თევზი ქრებოდა ხოლმე ზუსტად დეკემბრის ბოლოს, შობის დღესასწაულის პერიოდში.
2. მას შეუძლია დედამიწის მოძრაობა შეანელოს!
ეს ფანტასტიკად ჟღერს, მაგრამ მეცნიერულად დამტკიცებულია. ელ ნინიოს დროს ატმოსფერული ცირკულაციის ცვლილება და ძლიერი ქარები გავლენას ახდენს დედამიწის ბრუნვის მომენტზე. შედეგად, პლანეტის ბრუნვა მილიწამებით ნელდება და დღე-ღამე ოდნავ ხანგრძლივდება.
3. აყვავებული უდაბნოები;
ელ ნინიო რადიკალურად ცვლის ნალექების გეოგრაფიას. სანამ ავსტრალიასა და ინდონეზიაში გვალვები და ტყის ხანძრები მძვინვარებს, სამხრეთ ამერიკის უწყლო რეგიონებში თავსხმა წვიმები მოდის. მაგალითად, პლანეტის ყველაზე მშრალი ადგილი, ატაკამას უდაბნო ჩილეში, ძლიერი ელ ნინიოს შემდეგ ხშირად ულამაზეს, აყვავებულ ვარდისფერ ხალიჩად იქცევა ხოლმე.
4. ელ ნინიოს ჰყავს „და“ - ლა ნინია;
ამ ფენომენს აქვს საპირისპირო ფაზაც, რომელსაც La Niña („გოგონა“) ჰქვია. თუ ელ ნინიოს დროს ოკეანის ზედაპირი თბება, ლა ნინიას დროს წყნარი ოკეანის ცენტრალური და აღმოსავლეთი ნაწილი ჩვეულებრივზე ბევრად უფრო ცივდება, რაც სრულიად განსხვავებულ კლიმატურ ანომალიებს იწვევს მსოფლიოში.
მიუხედავად იმისა, რომ ლა ნინიას მსოფლიოსთვის ბევრი კატაკლიზმი მოაქვს, სამხრეთ ამერიკელი (განსაკუთრებით პერუელი) მეთევზეებისთვის ეს ნამდვილი დღესასწაულია. ოკეანის სიღრმიდან ამოსულ ცივ წყალს უამრავი პლანქტონი ამოაქვს, რაც მილიონობით თევზს იზიდავს. ამ პერიოდში თევზის ჭერის რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება.
3. ამინდის რადიკალური გადათამაშება
ლა ნინია დედამიწის ამინდს თავდაყირა აყენებს, თუმცა ელ ნინიოსგან განსხვავებული სცენარით:
ავსტრალია, ინდონეზია და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია: ამ რეგიონებს თავს ატყდება უძლიერესი მუსონური წვიმები და გამანადგურებელი წყალდიდობები.ამერიკის შეერთებული შტატები: სამხრეთ შტატებში (ტეხასი, კალიფორნია) იწყება საშინელი გვალვები და ტყის ხანძრები, ხოლო ჩრდილოეთში — უჩვეულოდ ცივი და თოვლიანი ზამთარი.ატლანტის ოკეანე: ლა ნინია ასუსტებს ქარების იმ ჭავლებს, რომლებიც ქარიშხლებს შლის, ამიტომ მისი აქტიურობის დროს ატლანტის ოკეანეში რეკორდულად ბევრი და ძლიერი ქარიშხალი (ჰურიკანი) იბადება.