„იწვევს 8-წლიან (ან სამუდამო) დაზიანებას ნაწლავებში" - ბიძინა კულუმბეგოვი ინფორმაციას ავრცელებს
1784586863
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული დაზარალებულებს შეუთანხმდა, რომ მათ კუთვნილ მიწის ნაკვეთებზე ააშენებდა საცხოვრებელ სახლებს. ბრალდებულმა თითქოსდა სამშენებლო მასალის შესაძენად და მშენებლობის დასაწყებად, დაზარალებულებს ჯამში 75 000 ლარი ჩაარიცხინა. მიუხედავად შეთანხმებისა, ბრალდებულმა არ დაიწყო მშენებლობა და მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულთა კუთვნილ თანხებს.
ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) წარედგინა.
სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.