ცხელება, ყელის ტკივილი, ხელ-ფეხზე გამონაყარი - პედიატრი „ბობოქარ“ ვირუსთან დაკავშირებით მშობლებს აფრთხილებს

ინგა მამუჩიშვილი

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი მშობლებს აფრთხილებს, რომ ამჟამად ბავშვებში ენტეროვირუსული ინფექცია განსაკუთრებით გავრცელებულია და, მისი შეფასებით, შემთხვევები ბავშვთა დაახლოებით 70%-ში ფიქსირდება.

ექიმის განმარტებით, ინფექცია უმეტესად მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცა მაღალი ცხელების, ძლიერი სისუსტისა და საეჭვო სიმპტომების შემთხვევაში, აუცილებელია დროული მიმართვა ექიმთან, რათა შესაძლო გართულებები თავიდან ავიცილოთ.

„დღევანდელი მონაცემებით, ბავშვთა 70%-ში ვხვდებით ენტეროვირუსულ ინფექციას! ენტეროვირუსები ზაფხულსა და შემოდგომის დასაწყისში განსაკუთრებით ხშირია. ისინი შეიძლება გამოვლინდეს ცხელებით, ყელის ტკივილით, ზოგადი გამონაყარით, პირის ღრუში მტკივნეული წყლულებით, ხელ-ფეხზე გამონაყარით ან დიარეით. უმეტეს შემთხვევაში, დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს და რამდენიმე დღეში გამოჯანმრთელებით სრულდება, თუმცა ახასიათებს გართულებებიც...

საკმარისი სითხე, სიმპტომური მკურნალობა და ექიმთან დროული კონსულტაცია მაღალი ცხელების, ძლიერი სისუსტის შემთხვევაში თავიდან აგარიდებთ გართულებებს“,  - წერს პედიატრი.