მნიშვნელოვანი ინფორმაცია მართვის მოწმობის მსურველებისთვის – საგამოცდო მარშრუტები იცვლება
1784618993
წამებში, ტრაგედიად ქცეული ერთი ჩვეულებრივი ოჯახური შეკრება. 3 წლის ულამაზესი მადელინ მაკენი იმდენად უცნაურ ვითარებაში გაუჩინარდა, რომ გოგონას ოჯახი, რომელიც დახმარებას ითხოვდა, თავად აღმოჩნდა გამოძიების სამიზნე.
თუმცა, მოგვიანებით, ქეით და გერი მაკენებს ეჭვმიტანილის სტატუსი მოეხსნათ.
მშობლები გარკვეული დროით ეჭვმიტანილებადაც კი გამოცხადდნენ. როდესაც ტრაგედია დატრიალდა, ბრიტანელი მაკენების ოჯახი პორტუგალიაში ისვენებდა.
საქმე იმდენად ბურუსით იყო მოსილი, 2008 წელს, პორტუგალიის ხელისუფლებამ ოფიციალური გამოძიება დახურა, რადგან საკმარისი მტკიცებულება ვერ მოიპოვა. მიუხედავად ამისა, მადლენის ოჯახი და ბრიტანელი გამომძიებლები ძებნას აგრძელებდნენ. 2020 წელს გამოძიებაში ახალი ფიგურა გამოჩნდა — კრისტიან ბრუკნერი.
იმ დროს ის უკვე გერმანიის ციხეში იხდიდა სასჯელს სხვა სექსუალური დანაშაულისთვის, თუმცა გერმანელმა გამომძიებლებმა მისი წარსულის შესწავლა დაიწყეს და მადლენ მაკენის გაუჩინარებასთან შესაძლო კავშირი დაინახეს.
აღმოჩნდა, რომ ბრუკნერის მობილურის სიგნალი გოგონას გაუჩინარების ღამეს ახლომდებარე ადგილას დაფიქსირდა. კრისტიან ბრუკნერს 3 წლის მადლენის გაუჩინარების საქმეზე ბრალი ოფიციალურად არ წარსდგენია.
ის 2025 წელს სხვა დანაშაულებზე სასჯელის მოხდის შემდეგ გაათავისუფლეს. მიუხედავად მილიონობით დახარჯული თანხისა და ათასობით გადამოწმებული ვერსიისა, მთავარი კითხვა პასუხგაუცემელია...