იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
1784564408
1 წლის წინ Coldplay-ის კონცერტზე კომპანია Astronomer-ის უკვე ყოფილი დირექტორის, ენდი ბაირონისა და განყოფილების უფროსის, კრისტენ კაბოტის ერთობლივ კადრებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ე.წ. კოცნის კამერამ მათი რომანი გამოააშკარავა, რის გამოც ბაირონმა თანამდებობა დატოვა. ასევე, ორივე მათგანს მეუღლეებთან განქორწინება მოუწია.
საინტერესოა სად არის და რას საქმიანობს ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური წყვილი ახლა.
Page Six-ის ინფორმაციით, კრისტენ კაბოტი ახლაც უსამსახუროდაა. ამ ხნის მანძილზე ის დანაზოგით ცხოვრობდა. სამუშაოს ძებნა არასდროს შეუწყვეტია, თუმცა, ამ ეტაპზე ყველაფერი უშედეგოა.
კომპანია Astronomer-ის დირექტორის პოსტის დატოვების შემდეგ ბაირონს საჯარო კომენტარი არ გაუკეთებია. მომხდარზე მას მედიასთან არასდროს უსაუბრია. პაპარაცებმა ბაირონი რამდენჯერმე მის ყოფილ მეუღლესთან დააფიქსირეს, რის გამოც ეჭვობენ, რომ შესაძლოა ისინი შერიგდნენ.