66 000-ზე მეტ პირს დავალიანება გაუნულდება! - ნახეთ, ვის შეეხება ცვლილებები
1740253942
კონსერვატიული ბლოკის, „ქრისტიან-დემოკრატიული/ქრისტიან-სოციალური კავშირის“ ლიდერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ მისი ბლოკი არ შექმნის კოალიციას ულტრამემარჯვენე პარტიასთან „ალტერნატივა გერმანიისთვის“. ამის შესახებ მერცმა გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელთან განაცხადა.
„ჩვენ ეს არჩევნები ძალიან ნათლად მოვიგეთ. მე მიზნად დავისახავ, შევქმნა მთავრობა, რომელიც წარმოადგენს მთელ ქვეყანას და რომელიც გადაჭრის ქვეყნის პრობლემებს. არ არის საიდუმლო, რომ მირჩევნია მხოლოდ ერთი კოალიციური პარტნიორი. ჩვენ ეს ვთქვით არჩევნებამდე და ხალხმა, ვინც „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მისცა ხმა, ეს იცოდა“, – თქვა მერცმა.
შეგახსენებთ, რომ, ეგზიტპოლის ბოლო მონაცემებით, ბუნდესტაგის ვადამდელ არჩევნებში ფრიდრიხ მერცის კონსერვატიული ბლოკი „ქრისტიან-დემოკრატიული/ქრისტიან-სოციალური კავშირი“ (CDU/CSU) ლიდერობს 28,6 პროცენტით. ალის ვაიდელის ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) მეორე ადგილზეა 20,4 პროცენტით, ოლაფ შოლცის მემარცხენე-ცენტრისტულ „გერმანიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას“ (SPD) კი 16,3 პროცენტი აქვს. გერმანიის ვიცე-კანცლერის, რობერტ ჰაბეკის მემარცხენე-ლიბერალურმა, „კავშირი-90“/„მწვანეებმა“ 12,3 პროცენტი მიიღეს. „მემარცხენე პარტია“ 8,5 პროცენტს აგროვებს, მემარცხენე-პოპულისტური „სარა ვაგენკნეხტის კავშირი“ (BSW) – 4.9 პროცენტს, ხოლო ლიბერალური „თავისუფალი დემოკრატიული პარტია“ (FDP) – 4.7 პროცენტს.