ძაღლი მოულოდნელად პატრონს თავს დაესხა და სახეზე უკბინა - შემთხვევა აშშ-ში მოხდა

ქალი და ძაღლი

 აშშ-ში, ნევადას შტატში, ძაღლი მოულოდნელად პატრონს თავს დაესხა და სახეზე უკბინა, რის შედეგადაც 31 წლის ქალმა ცხვირის დიდი ნაწილი დაკარგა და ზედა ტუჩი დაუზიანდა. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, ახალგაზრდა ქალმა ძაღლის ჩახუტება სცადა, რა დროსაც ძაღლი მას თავს დაესხა და უკბინა.

როგორც ირკვევა, ეს ძაღლის მიერ აგრესიის გამოვლენის პირველი შემთხვევა იყო. მას 11 წლის განმავლობაში არც ერთხელ არ გამოუვლენია აგრესია.

მედიის ინფორმაციით, ქალი ძაღლთან ერთად ცხოვრებას კვლავ განაგრძობს.