1741279260
ტრამპმა განაცხადა, რომ სურს პუტინთან შეხვედრა, რათა ომის სწრაფად დასრულების საკითხი განიხილოს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას სურს ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა, რათა ომის სწრაფად დასრულების საკითხი განიხილოს.
„მსურს [პუტინთან] შეხვედრა და დალაპარაკება, მაგრამ ეს ყველაფერი სწრაფად უნდა მოვაგვაროთ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპის თქმით, პუტინის განცხადება აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ იმედის მომცემია, თუმცა არ იყო სრული.
„ახლა ვნახავთ, არის თუ არა რუსეთი მზად და თუ არა, ეს იქნება ძალიან გულდასაწყვეტი მომენტი მსოფლიოსთვის“, - დასძინა მან.