ტრამპი გრენლანდიის შესაძლო ანექსიაზე: ვფიქრობ, ეს მოხდება - ჩვენ ეს გვჭირდება საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გრენლანდიის ანექსიის შესაძლებლობა დაუშვა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.

თეთრ სახლში ნატოს გენერალურ მდივანთან გამართულ შეხვედრაზე ჟურნალისტის კითხვაზე - როგორია თქვენი ხედვა გრენლანდიის პოტენციურ ანექსიაზე? - აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა:

ვფიქრობ, ეს მოხდება. ჩვენ ეს გვჭირდება საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის. ჩვენ მოგვიწევს გარიგების დადება გრენლანდიასთან დაკავშირებით.