იმედი მაქვს, რუსეთი სწორად მოიქცევა - დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადება „ძალიან პერსპექტიულია“, მაგრამ „არ იყო სრული“. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NATO-ს გენერალურ მდივან, მარკ სრუტესთან ერთად მედიასთან საუბარში განაცხადა.

კერძოდ, ტრამპმა განაცხადა, რომ პუტინმა “ძალიან პერსპექტიული განცხადება გააკეთა, მაგრამ ის არ იყო სრული” და აღნიშნა, რომ ის მზად არის რუსეთის პრეზიდენტთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ისაუბროს.

„იმედი მაქვს, რომ რუსეთი სწორად მოიქცევა“, - განაცხადა ტრამპმა.