DW: ესპანეთში გერმანულ სამხედრო შეიარაღების ქარხანაში ძლიერი აფეთქება მოხდა - არიან დაშავებულები

afetkeba

ესპანეთის ქალაქ მურსიაში სამხედრო შეიარაღების ქარხანა Rheinmetall-ში ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას DW ავრცელებს.

გავრცელებული ცნობების თანახმად, აფეთქება ქარხნის იმ ადგილში მოხდა, სადაც ასაფეთქებელი საშუალებები ინახებოდა. აფეთქებას ცეცხლი მოჰყვა, რომელიც დაახლოებით 2 ათასი კვადრატული მეტრის ფართობზე გავრცელდა.

საერთო ჯამში, დაზიანება ექვსმა ადამიანმა მიიღო. ერთ-ერთმა მათგანმა, 52 წლის მამაკაცმა თავის ტრავმა მიიღო. ხუთი ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო, ხოლო ერთს ადგილზევე გაეწია სამედიცინო დახმარება. აფეთქების მიზეზები დგინდება.

როგორც DW წერს, ქარხანა, სადაც აფეთქება მოხდა, გერმანული კონცერნის Rheinmetall Expal Munitions-ს ეკუთვნის. ის საარტილერიო, ნაღმმტყორცნისა და საშუალო კალიბრის ჭურვებს და აგრეთვე რაკეტების ძრავებს ამზადებს.