დონალდ ტუსკი: უკრაინაში მშვიდობის მიღწევა რამდენიმე კვირაშია შესაძლებელი

დონალდ ტუსკი

უკრაინაში მშვიდობის მიღწევა რამდენიმე კვირაშია შესაძლებელი, - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ევროპელ ლიდერებთან, კანადასა და ნატოსთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ.

„მშვიდობა ჰორიზონტზეა. ეჭვგარეშეა, რომ მოხდა მოვლენები, რომლებიც იძლევა იმედის საფუძველს, რომ ეს ომი შეიძლება დასრულდეს და თანაც საკმაოდ სწრაფად, თუმცა ეს მაინც მხოლოდ იმედია და შორს არის 100%-იანი დარწმუნებისგან“, - განაცხადა ტუსკმა მთავრობის სხდომაზე.

„როდესაც ვამბობ, რომ მშვიდობა ჰორიზონტზეა, მე ვგულისხმობ უახლოეს კვირებს და არა მომავალ თვეებს ან წლებს. იანვრისთვის ჩვენ ყველანი უნდა შევიკრიბოთ, რათა მივიღოთ გადაწყვეტილებები უკრაინის მომავლისა და მსოფლიოს ამ ნაწილის მომავლის შესახებ“, - აღნიშნა მან.