დონალდ ტრამპმა ჰანტერ ბაიდენს საიდუმლო სამსახურის დაცვა მოუხსნა

 ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენის ვაჟს, ჰანტერ ბაიდენს საიდუმლო სამსახურის დაცვა მოუხსნა.

„ჰანტერ ბაიდენს დიდი ხნის განმავლობაში საიდუმლო სამსახურის დაცვა ჰყავდა, რაც მთლიანად ამერიკელი გადასახადის გადამხდელების მიერ ფინანსდებოდა. ამ დაცვის გუნდში შესაძლოა 18 ადამიანი იყოს ჩართული, რაც აბსურდულია! ამჟამად ის ისვენებს სამხრეთ აფრიკაში, სადაც ადამიანის უფლებების დაცვა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ამის გამო, სამხრეთ აფრიკა ამოღებულია იმ ქვეყნების სიიდან, რომლებიც ეკონომიკურ და ფინანსურ დახმარებას იღებდნენ. ამ მომენტიდან ძალაში შედის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ჰანტერ ბაიდენი აღარ მიიღებს საიდუმლო სამსახურის დაცვას. ანალოგიურად, ეშლი ბაიდენი, რომელსაც 13 აგენტი იცავდა, ამ სიიდან ამოღებულია“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.