The Wall Street Journal: ტრამპი პუტინთან სატელეფონო საუბრის დროს შეეცდება რუსეთის პრეზიდენტი ცეცხლის 30-დღიან შეწყვეტაში დაარწმუნოს

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის დროს შეეცდება კრემლის ლიდერი უკრაინაში ცეცხლის 30-დღიან შეწყვეტაში დაარწმუნოს. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ, პუტინი უკრაინას ტერიტორიულ და ან სხვა ტიპის დათმობას მოსთხოვს.

სტატიაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციაა ხაზგასმული, რომლის თანახმადაც, ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება უკრაინის ნეიტრალურ სტატუსს უნდა მოიცავდეს და მის ტერიტორიაზე ევროპული სამშვიდობო ძალების განლაგებას უნდა გამორიცხავდეს.

გამოცემის ცნობით, ტრამპის მთავარი მიზანია, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებები შეწყდეს, ამიტომ შესაძლოა, უკრაინა აიძულოს გარკვეულ დათმობებზე წავიდეს.