საუკუნის ძარცვა თბილისში - დამნაშავემ ბანკიდან 10 მილიონი გაიტაცა
1742277680
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, მსოფლიო იცვლება და მასში პოლიტიკური შარლატანების ადგილი არ არის.
მისივე თქმით, მსოფლიოში მიმდინარე ეს ცვლილებები ლოგიკური დასასრულის ეტაპზე გადავიდა და ამ რთულ გარემოში, საქართველო პასიურ დამკვირვებლებად ვერ დარჩება.
"მსოფლიო იცვლება, მასში არ არის პოლიტიკური შარლატანების ადგილი. მსოფლიოში მიმდინარე ეს ცვლილებები ლოგიკური დასასრულის ეტაპზე გადავიდა. ამ რთულ გარემოში, ჩვენ ვერ დავრჩებით პასიურ დამკვირვებლებად. დიპლომატია ჩვენი ერთადერთი იარაღია საგარეო ასპარეზზე, ამიტომ დიახ, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი ელჩების დანიშვნაზე უარით, სახელმწიფოს ამ ერთადერთი იარაღის დაგდებას აიძულებდა, ჩვენ სასწრაფოდ უნდა გამოვასწოროთ ეს შეცდომა და ქართველ დიპლომატებს მივცეთ საქართველოს ინტერესების ეფექტიანად დაცვის შესაძლებლობა", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.