66 000-ზე მეტ პირს დავალიანება გაუნულდება! - ნახეთ, ვის შეეხება ცვლილებები
1740253942
დონალდ ტრამპმა აშშ-ის არმიის შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელი, გენერალი ჩარლზ ბრაუნი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
„მე მინდა მადლობა გადავუხადო გენერალ ჩარლზ ბრაუნს მისი სამსახურისთვის, რომელიც 40 წელზე მეტ ხანს გრძელდებოდა. ის შესანიშნავი ჯენტლმენი და არაჩვეულებრივი ლიდერია, მე ვუსურვებ მას და მის ოჯახს ბრწყინვალე მომავალს“, - წერს ტრამპი Truthsocial-ში.
ბრაუნი პოსტს 2023 წლიდან იკავებდა. სამხედრო საჰაერო ძალების ყოფილ მფრინავს ღიად აკრიტიკებდა ამერიკის ამჟამინდელი თავდაცვის მინისტრი.
გასულ წელს მან ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ თანამდებობის დაკავების შემთხვევაში დაუყოვნებლივ გაათავისუფლებდა ჩარლზ ბრაუნს, რადგან, ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსანი ეგრეთ წოდებული „ვოუქიზმის“ დღის წესრიგს უჭერდა მხარს.
პრეზიდენტ ტრამპის განკარგულებით, ბრაუნს გენერალი დენ ქეინი ჩაანაცვლებს.