1742588787
დონალდ ტრამპმა ახალი განკარგულება გასცა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ექსპრეზიდენტ ჯონ კენედის მკვლელობასთან დაკავშირებული მასალების სრულად გასაჯაროების განკარგულება გასცა. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, მასალებს შორის წარმოდგენილი იქნება დაურედაქტირებელი სოციალური დაზღვევის ნომრებიც.
როგორც ტრამპის განმარტავს, დიდი ხნის წინ გარდაცვლილი ადამიანების სოციალური დაზღვევის ნომრების დაფარვის შემთხვევაში ხალხს, შესაძლოა, გასჩენოდა კითხვები, თუ რატომ იყო დოკუმენტი დარედაქტირებული, ამიტომ მან მასალების სრულად გასაჯაროების განკარგულება გასცა.
მედიის ცნობით, ეროვნული არქივის ვებგვერდზე 2000-ზე მეტი დოკუმენტი უკვე გამოქვეყნებულია. კენედის მკვლელობის მკვლევრები ახლა ამ დოკუმენტების შესწავლას დაიწყებენ.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, ამ დოკუმენტებში რაიმე სენსაციურს ვერაფერს ამოიკითხავენ.