ძუძუს კიბოს 7 სიმპტომი, რომელთა იგნორირება ერთი დღითაც არ შეიძლება - პროფესორის გაფრთხილება
1789501348
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მისი მეორე საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში 300 000-ზე მეტი ვიზა გააუქმა.
ამის შესახებ „როიტერი“ სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით იუწყება.
მედიის ცნობით, ბოლო კვირებში ვიზების გაუქმების ტემპი დაჩქარდა.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტომი პიგოტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ „უფრო მეტი ვიზა გაუქმდა და ეს გაცილებით სწრაფად გაკეთდა, ვიდრე ისტორიაში ნებისმიერი სხვა ადმინისტრაციის დროს“.
მისი თქმით, ადმინისტრაცია „ნულოვან ტოლერანტობას იჩენს იმ უცხოელების მიმართ, რომლებიც აშშ-ში ვიზით იმყოფებიან, თუმცა კანონს არღვევენ, თაღლითობას სჩადიან ან ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს ქმნიან“.