„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ - ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს
1792569779
ჩვენ მილიონ 200 ათას ამომრჩეველს დაკვეთის შესაბამის დაპირებას ვუსრულებთ, - განაცხადა თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ შარმანაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომის დაწყებამდე.
მისივე თქმით, ამ პროცესის დრო დადგა ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის ხარისხი გაცილებით მაღალია, ვიდრე წინა წლებში იყო.
„ამ წლების განმავლობაში ისეთი დიდი რისკის ქვეშ იდგა საქართველო და ისეთი დიდი ზეწოლა იყო, მაშინ რომ დაგვეწყო ეს პროცესი, შესაძლოა თვითონ სახელმწიფოს არსებობის საკითხიც კი დამდგარიყო. ამიტომ, ვიდრე სახელმწიფო ფეხზე არ დადგებოდა, მანამდე ეს პოლიტიკური რისკი არ გავწიეთ და სწორიც არის, იმიტომ, რომ არ შეიძლება ბრძოლა ისე დაიწყო, სადაც ძალიან დიდი რისკია, რომ შენ კი არ დამარცხდები, არამდე შენი სახელმწიფო დამარცხდება“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.