ძუძუს კიბოს 7 სიმპტომი, რომელთა იგნორირება ერთი დღითაც არ შეიძლება - პროფესორის გაფრთხილება
1789501348
პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ განცხადებას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
„2026 წლის 20 ოქტომბერს, მასმედიის საშუალებებით საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველომ პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.
საქმის გარემოებების სრულყოფილი და ობიექტური შესწავლის მიზნით, მიმდინარეობს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები“, - ნათქვამია განცხადებაში.