დონალდ ტრამპი: რამდენიმე დღის წინ პუტინთან ვსაუბრობდი უკრაინასთან მისი ომის დასრულებაზე, რაც, ვფიქრობ, სულ უფრო ახლოსაა, შესაძლოა, ამასთან ახლა ყველაზე ახლოს ვართ

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის მოგვარებასთან მხარეები, შესაძლოა, ახლა ყველაზე ახლოს არიან.

„რამდენიმე დღის წინ პუტინთან ვსაუბრობდი უკრაინასთან მისი ომის დასრულებაზე, რაც, ვფიქრობ, სულ უფრო ახლოსაა. შესაძლოა, ამასთან ახლა ყველაზე ახლოს ვართ“, – აღნიშნა ტრამპმა.

ტრამპმა აღნიშნული განცხადება რუსეთში დაკავებული ამერიკელი მასწავლებლის, სტივენ გაბარდის გათავისუფლების შესახებ საუბრისას გააკეთა. როგორც ტრმპმა აღნიშნა, გაბარდის გათავისუფლებაზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას შეთანხმდა.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკის მოქალაქის, სტივენ ჰაბარდის გათავისუფლება ვლადიმერ პუტინს პირადად სთხოვა და აშშ-ს ამისთვის არაფრის დათმობა არ დასჭირვებია.

✕