დონალდ ტრამპი - იმ შემთხვევაშიც კი, თუ ირანი დანებდება და იარაღს დაყრის, ამერიკული მედია მაინც დაწერს, რომ ირანმა აშშ დაამარცხა, დემოკრატები და მედია სრულიად გზააბნეულები არიან

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამერიკული მედია ირანთან ომის გაშუქების გამო გააკრიტიკა.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ირანი დანებდება და იარაღს დაყრის, ამერიკული მედია მაინც დაწერს, რომ ირანმა შეერთებული შტატები დაამარცხა.

„იმ შემთხვევაშიც კი, თუ ირანი დანებდება, აღიარებს, რომ მათი საზღვაო ფლოტი გაქრა და ზღვის ფსკერზე განისვენებს, და რომ მათი საჰაერო ძალები აღარ არის ჩვენთან, მაშინაც კი, თუ მათი მთელი სამხედრო ძალა გამოვა თეირანიდან, იარაღს დაყრის და თითოეული მათგანი ხელებაწეული გამოვა ყვირილით: „მე ვნებდები, მე ვნებდები“ და ქაოსურად ააფრიალებს თეთრ დროშას, და თუ მათი დარჩენილი მთელი ხელმძღვანელობა ხელს მოაწერს ყველა საჭირო „დანებების დოკუმენტს“, აღიარებს დამარცხებას შეერთებული შტატების შესანიშნავ ძალასთან,  წარუმატებელი The New York Times-ი, The China Street Journal-ი (WSJ!), კორუმპირებული და ახლა უკვე უმნიშვნელო „სიენენი” და „ფეიკ ნიუს“ მედიის ყველა სხვა წარმომადგენელი დაწერენ სათაურებს, რომ ირანმა მოიპოვა დიდებული და ბრწყინვალე გამარჯვება შეერთებულ შტატებზე და ეს საერთოდ არ იქნებოდა ახლოს. დემოკრატები და მედია სრულიად გზააბნეულები არიან. ისინი გაგიჟდნენ!!!“ – წერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.