“ვაფრთხილებ ყველა იმ ადამიანს ვისაც ბავშვი ჰყავს…” - გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1743482847
ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ თავმჯდომარე ჯორდან ბარდელა აცხადებს, რომ სასამართლოს მიერ მარინ ლე პენისთვის გამოტანილი ვერდიქტი არის „სასიკვდილო განაჩენი ფრანგული დემოკრატიისთვის“.
ამის შესახებ ჯორდან ბარდელამ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„დღეს უსამართლოდ გაასამართლეს არ მხოლოდ მარინ ლე პენი, არამედ ფრანგულ დემოკრატიასაც გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენი“, – განაცხადა ბარდელამ.
ცნობისთვის, სასამართლომ მარინ ლე პენი ევროკავშირის თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში დამნაშავედ ცნო და მას ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, საიდანაც ორი წელიწადი პირობითია, ხოლო კიდევ ორი წელი მან, შესაძლოა, გაატაროს შინაპატიმრობაში, ელექტრონული სამაჯურის გამოყენებით.
ასევე, სასამართლომ აუკრძალა ლე პენს საჯარო თანამდებობის ხუთი წლით დაკავება. ეს ნიშნავს, რომ მარინ ლე პენი 2027 წელს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.