დედამიწას მომდევნო 5 წლის განმავლობაში რეკორდული სიცხე ელოდება - გაერო

რეკორდული სიცხე

2026-2030 წლებში საშუალო წლიური ტემპერატურა 1850-1900 წლების საშუალო მაჩვენებელზე, შესაძლოა, 1,3 – 1,9 გრადუსით მაღლა ავიდეს. ამის შესახებ საერთაშორისო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია იუწყება. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

ინდუსტრიამდელ პერიოდთან შედარებით დედამიწის საშუალო ტემპერატურის 1,5 გრადუსით მაღლა აწევა არის პარიზის კლიმატური სამიტის მიერ 2015 წელს დაწესებული ზღვარი.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ტემპერატურის ახალი რეკორდი 2027 წელს დაფიქსირდება. ეს ელ-ნინიოს ეფექტს უკავშირდება. ელ-ნინიო არის კლიმატური მოვლენა, რომელიც წყნარი ოკეანის ეკვატორულ ნაწილში ტემპერატურის მკვეთრ მატებას იწვევს. ამ რეგიონში ტემპერატურის ზრდა მთელ მსოფლიოში კლიმატის სერიოზულ ცვლილებას იწვევს.