ლოცვა, რომელიც დღეს ღამის 12 საათზე უნდა წაიკითხოთ
1736748804
აშშ-ში, დედას ბრალად ედება თავისი ორი მცირეწლოვანი შვილის მკვლელობა. შემთხვევა ტენესის შტატში მოხდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, ჯესიკა ჩენდლერს ბრალი ედება პირველი ხარისხის მკვლელობისა და ბავშვზე ძალადობისთვის.
სასამართლო სხდომაზე გამომძიებლებმა თქვეს, რომ ორი ბავშვი ასფიქსიის შედეგად გარდაიცვალა. გამომძიებლები თავდაპირველად, გაკვეთამდე ეჭვობდნენ, რომ ბავშვები მოწამლულები იყვნენ, თუმცა გაკვეთამ შემდეგ სხვა შედეგები აჩვენა.
ორივე ბავშვი მამამ უგონო მდგომარეობაში იპოვა.
ამასთან, პოლიციამ აღმოაჩინა ჩანაწერები, რომელიც სავარაუდოდ, მიუთითებდა, რომ ქალმა მოკლა თავისი შვილები და შემდეგ გეგმავდა თვითმკვლელობას.
ჩანაწერებში, სავარაუდოდ, მრავალი მიზეზი იყო მოყვანილი მკვლელობისთვის, მათ შორის ის, რომ მან ვერ შეძლო შვილების დაცვა.