ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე აბუ დაბიდან მიმართვას ავრცელებენ
1736782536
წინასწარი დაკავების იზოლატორებში რჩებიან რესტორან "ბაბილოსთან" საპროტესტო აქციაზე დაკავებულები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 9 პირი ადმინისტრაციული წესით აიყვანეს.
რესტორანში მოსამართლეების კორპორაციული წვეულება მიმდინარეობდა. ადგილზე ვითარება არაერთხელ დაიძაბა. ტერიტორიაზე საპოლიციო ძალების მობილიზება გახდა საჭირო.
საბოლოოდ, მოსამართლეებმა რესტორანი საპოლიციო კორდონის დახმარებით დატოვეს. აქციის მონაწილეების მხრიდან ისმოდა შეძახილები და იყო კვერცხების სროლა.
დაკავებულებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" წევრმა. სოფო ჯაფარიძე რესტორანთან დაკავებული პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.
"მოვითხოვთ, დაკავებულების გათავისუფლებას, რომლებიც სრულიად უკანონოდ დააპატიმრეს. ჩვენს ქვეყანაში სამართალი იზეიმებს. ერთად ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის", - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.