„ისევე, როგორც როთი ასრულებს საკუთარ კარიერას, ასე დაასრულებს „ნაციონალური მოძრაობის“ არაერთი ლიდერი თავის პოლიტიკურ კარიერას" - ვლადიმერ ბოჟაძე

ვლადიმერ ბოჟაძე

"რატომ გადაწყვიტა როთმა, რომელიც გერმანიის პოლიტიკიდან მიდის, დაემშვიდობოს ქართველ ამომრჩეველს, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ფაქტი ერთია - როთი ასრულებს პოლიტიკურ მოღვაწეობას და ასრულებს "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად," - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლადო ბოჟაძე გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაელ როთის საქართველოში ვიზიტს.

მიხაელ როთმა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საქართველოში გამოსამშვიდობებელი ვიზიტით ჩამოდის.

"როთი წარმოადგენს რადიკალური ოპოზიციის რეალურ სახეს. როთი არის სახე იმ პოლიტიკოსებისაც, რომლებიც გარედან ამაგრებენ "ნაციონალურ მოძრაობას". რატომ გადაწყვიტა როთმა, რომელიც გერმანიის პოლიტიკიდან მიდის, დაემშვიდობოს ქართველ ამომრჩეველს, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ფაქტი ერთია - როთი ასრულებს პოლიტიკურ მოღვაწეობას და ასრულებს "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად. ისევე, როგორც როთი ასრულებს საკუთარ კარიერას, ასე დაასრულებს "ნაციონალური მოძრაობის" არაერთი ლიდერი თავის პოლიტიკურ კარიერას.

როთი გამოირჩეოდა სიძულვილით ქართული ეკლესიის მიმართ, ჩვენი პატრიარქის, ჩვენი რწმენის, ჩვენი სახელმწიფო ინტერესების მიმართ. იმედი მაქვს, რომ მისი ვიზიტი სასარგებლო იქნება ოპოზიციისთვის და კიდევ ერთხელ დარწმუნდება ქართველი ხალხი რეალურად რა პოლიტიკურ ძალასთან გვაქვს საქმე "ნაციონალური მოძრაობის" სახით," - აცხადებს ვლადიმერ ბოჟაძე.