1743420354
დავასრულე სატელეფონო საუბარი კანადის პრემიერ-მინისტრთან, ბევრ რამეზე შევთანხმდით, არჩევნების შემდეგ ერთმანეთს დაუყოვნებლივ შევხვდებით – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპმსა და კანადის პრემიერ-მინისტრს, მარკ კარნისთან შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა.
როგორც ტრამპი წერს, საუბარმა ნაყოფიერად ჩაიარა.
„ახლახან დავასრულე კანადის პრემიერ-მინისტრთან, მარკ კარნისთან საუბარი. ძალიან ნაყოფიერი ზარი იყო, ჩვენ ბევრ რამეზე შევთანხმდით. დაუყოვნებლივ შევხვდებით ერთმანეთს კანადის არჩევნების შემდეგ, რათა ვიმუშაოთ პოლიტიკაზე, ბიზნესზე და ყველა სხვა ფაქტორზე, რომელიც, საბოლოო ჯამში, კარგი იქნება როგორც აშშ-ისთვის, ისე კანადისთვის. გმადლობთ ამ საკითხისადმი ყურადღებისთვის“, – წერს დონალდ ტრამპი.
ცნობისთვის, მანამდე კარნიმ განაცხადა, რომ გეგმავდა სატელეფონო საუბარს დონალდ ტრამპთან. ეს არის პირველი სატელეფონო საუბარი ლიდერებს შორის მას შემდეგ, რაც მარკ კარნიმ კანადის პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავა.