დამასკოში ემანუელ მაკრონის ვიზიტის დროს აფეთქებები მოხდა - Reuters

დამასკო

სირიაში, იმ სასტუმროსთან ახლოს, სადაც ემანუელ მაკრონი იყო დაბინავებული, აფეთქებების ხმა გაისმა. ამასთან, ელისეის სასახლის ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტს ეს აფეთქებები არ გაუგია და შემთხვევიან მალევე, ის სირიის პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაას შეხვდა.

მედიის ინფორმაციით, აფეთქებები ხაზს უსვამს სირიაში უსაფრთხოების სერიოზულ პრობლემებს.

Reuters-ს თვითმხილველმა განუცხადა, რომ აფეთქებების ხმა გაიგო და სქელი კვამლიც ჩანდა. ამასთან, სხვა წყაროს ცნობით, აფეთქების შემდეგ, გზები გადაიკეტა და უსაფრთხოების შესაბამისი ზომები იქნა მიღებული.

ელისეის სასახლის განცხადებით, პრეზიდენტის ავტოკოლონიდან აფეთქებების ხმა არ ისმოდა. ამასთან, მაკრონის პრესჯგუფის წარმომადგენელმა, Reuters-ის ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის დილის ღონისძიებების დროს, აფეთქების ხმა არ გაუგია და არც არეულობა შეუნიშნავს.

ცნობისთვის, მაკრონი ევროკავშირის პირველი სახელმწიფოს მეთაური გახდა, რომელიც ქვეყანას ეწვია მას შემდეგ, რაც ამბოხებულებმა, ალ-შარაას მეთაურობით, 2024 წელს ბაშარ ალ-ასადი დაამხეს.