ცნობილია, რა გახდა თურქი მსახიობის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი
1781639562
ნიჟნი ტაგილში 39 წლის ქალმა გმირთა მემორიალთან „მარადიული ცეცხლიდან“ სიგარეტს მოუკიდა. ინციდენტი 12 ივნისს, „დიდების ხეივნის“ კომპლექსის ტერიტორიაზე მოხდა, - განაცხადეს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის რეგიონულ სამმართველოში.
ადგილობრივი მცხოვრები პოსტამენტზე ავარდა და თვითმხილველების თვალწინ მუდმივი ცეცხლის ალიდან სიგარეტისთვის მოკიდება სცადა. გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს, როგორ აკეთებს ის რამდენიმე უშედეგო მცდელობას სიგარეტის ასანთებად.
ეჭვმიტანილი დააკავეს.