ირანის სამხედრო უწყება ისრაელს „მკაცრი პასუხით“ ემუქრება, თუ ლიბანში ომი გაგრძელდება

ლიბანი

ირანის სამხედრო შტაბმა სამშაბათს ისრაელი გააფრთხილა, შეწყვიტოს სამხედრო კამპანია ლიბანში მოქმედი „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ - იტყობინება ირანული საინფორმაციო სააგენტო Fars.

„თუ ისრაელი არ შეწყვეტს აგრესიას სამხრეთ ლიბანში, უნდა იცოდეს, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის ძლიერი შეიარაღებული ძალებისგან მკაცრ პასუხს მიიღებს“, - ნათქვამია განცხადებაში.