დააკავეს დედა, რომელმაც ახალგაზრდა შეყვარებულთან ერთად მესამე კლასელი ვაჟი გააუპატიურა და პროცესი კამერაზე აღბეჭდა

ძალადობა

მოსკოვის რეგიონში დააკავეს დედა, რომელმაც ცხრა წლის შვილთან ერთად პორნო გადაიღო. როგორც SHOT წყაროზე დაყრდნობით იუწყება, გადაღებებში ქალის კოლეგაც მონაწილეობდა.

ტელეგრამის არხის ცნობით, პოლიციამ ინტერნეტში პატარა ბიჭის ვიდეო იპოვა. "მსახიობების" ვინაობა სწრაფად დადგინდა. ვიდეოში გამოსახული 40 წლის ქალი სკოლის მოსწავლის დედა იყო, ერთ-ერთი ადგილობრივი საწარმოს განყოფილების უფროსი, მამაკაცი კი მისი 26 წლის კოლეგა.დედა შვილს უმამოდ ზრდის. მათ ჩამოართვეს სამი მყარი დისკი, რათა შეემოწმებინათ ვიდეოს შინაარსი.  აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ქალსა და მის ახალგაზრდა შეყვარებულზე, ბავშვის მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტზე.