„ექიმმა მითხრა, აღარ არის შენი შვილი, გარდაიცვალა...“ - სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება
1740394243
ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ფრიდრიხ მერცს და კონსერვატიულ ალიანსს გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
„ვულოცავ ფრიდრიხ მერცს გერმანიის არჩევნებში გამარჯვებას. ჩვენი საერთო უსაფრთხოებისთვის ამ გადამწყვეტ მომენტში მოუთმენლად ველი თქვენთან თანამშრომლობას. მნიშვნელოვანია, რომ ევროპამ გაზარდოს თავდაცვის ხარჯები და თქვენი ლიდერობა ამაში საკვანძო იქნება“, - დაწერა რუტემ.
ცნობისთვის, გუშინ გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ქვეყნის ფედერალური ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წინასწარი შედეგების მიხედვით, არჩევნებში ხმათა 28% იმარჯვებს კონსერვატორთა ბლოკი ფრიდრიხ მერცის ხელმძღვანელობით. მეორე ადგილზე ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გადის ხმათა 20,8%. შოლცის პარტიამ ხმათა 16,4% მესამე ადგილი დაიკავა.