ჩვენი საბოლოო მიზანი მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ბირთვული ძალის ქონაა - კიმ ჩენ ინი

კიმ ჩენ ინი

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი აცხადებს, რომ მის ქვეყანას მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ბირთვული ძალა უნდა ჰქონდეს.  ამის შესახებ უცხოური მედია წერს. 

მისივე თქმით, ჩრდილოეთ კორეა ამ მიზნის შესრულებისთვის დიდი ხანია მუშაობს.

„ჩრდილოეთ კორეის საბოლოო მიზანია ფლობდეს მსოფლიოში ყველაზე მძლავრ ბირთვულ ძალას, სტრატეგიულ ძალას, რომელიც უპრეცედენტოა ამ საუკუნეში. ჩრდილოეთ კორეელმა მეცნიერებმა ბალისტიკურ რაკეტებზე ბირთვული ქობინების დამონტაჟების გენიალური ტექნოლოგია შეიმუშავეს და მოსალოდნელია, რომ ისინი ქვეყნის ბირთვული შესაძლებლობებს კიდევ უფრო სწრაფად გააფართოებენ და გააძლიერებენ“, - განაცხადა კიმ ჩენ ინმა.