ჩვენ ვებრძვით მყეფარე ძაღლების დიდ ხროვას დასავლური გალიებიდან - მედვედევი

მედვედევი

"ჩვენ ვებრძვით მყეფარე ძაღლების დიდ ხროვას დასავლური გალიებიდან", - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი, დიმიტრი მედვედევი Twitter-ზე წერს.

"რუსეთი უზარმაზარი და მდიდარი ქვეყანაა. ჩვენ არ გვჭირდება სხვისი ტერიტორიები, ყველაფერი საკმარისი გვაქვს. თუმცა გვაქვს ჩვენი მიწა, რომელიც ჩვენთვის წმინდაა, რომელზეც ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები და ახლა ცხოვრობს ჩვენი ხალხი და რომელსაც არავის არ მივცემთ. ჩვენ ვიცავთ ჩვენ ხალხს, ჩვენ ვიბრძვით ყველა ჩვენიანისთვის, ჩვენი მიწისთვის, ჩვენი ათასწლიანი ისტორიისთვის.

ვინ იბრძვის ჩვენ წინააღმდეგ? ჩვენ ვუპირისპირდებით მათ, ვისაც ვძულვართ, ვინც კრძალავს ჩვენს ენას, ჩვენს ფასეულობებს და ჩვენს ერს. ჩვენს წინააღმდეგ დღეს არის მომაკვდავი მსოფლიოს ნაწილი. ესენი არიან გიჟი ნარკომან-ნაცისტები, მათგან დაშინებული ხალხი და მყეფარე ძაღლების დიდი ხროვა დასავლური გალიებიდან. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ყველა მტერი ცეცხლოვან გეენაში გავაგზავნოთ, მაგრამ ეს ჩვენი ამოცანა არ არის. ჩვენ გულში ვუსმენთ შემოქმედის სიტყვებს და ვემორჩილებით. ეს სიტყვები წმინდა მიზანს გვაძლევს. მიზანია ჯოჯოხეთის უზენაესი მმართველის შეჩერება, არ აქვს მნიშვნელობა, რა სახელს გამოიყენებს - სატანა, ლუციფერი თუ იბლისს, მისი მიზანი სიკვდილია. ჩვენი მიზანი სიცოცხლეა. მისი იარაღი ჩახლართული ტყუილია, ჩვენი იარაღი სიმართლეა. ამიტომ არის ჩვენი საქმე სწორი. ამიტომ გამარჯვება ჩვენი იქნება",- წერს მედვედევი.