პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რა საფუძველი აქვთ განსაკუთრებით ოფიციალურ პირებს, როდესაც ისინი ლაპარაკობენ, რომ საქართველომ არ გააკეთა ყველაფერი, რისი გაკეთებაც მას შეეძლო და უფრო მეტიც, როცა ლაპარაკობენ, რომ ის დგამს საერთო მიმართულების საწინააღმდეგო ნაბიჯებს - ეს განცვიფრებას იწვევს, - ამის შესახებ ფილოლოგიის დოქტორმა გია მურღულიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ უკრაინაზე საუბრისას განაცხადა.
„არ არსებობს არცერთი საბუთი, რაც დაადასტურებდა, რომ საქართველომ ყველაფერი არ გააკეთა - ეს არის ეკონომიკური დახმარება, ეს არის ლტოლვილების მიღება თუ რეზოლუციების მხარდაჭერა. არ არსებობს ერთი მყარი არგუმენტიც კი, რომელიც გააბათილებდა იმ თეზისს, რომ საქართველო დგას იქ, სადაც უნდა იდგეს“, - განაცხადა მურღულიამ.