უკრაინელმა მასწავლებელმა სამხედროებისთვის ჯიბის ღუმელი გამოიგონა

ღუმელი

უკრაინელმა მასწავლებელმა სამხედროებისთვის ჯიბის ღუმელი გამოიგონა. ვიდეო, სადაც შრომის მასწავლებელი თავისი გამოგონების ისტორიას ჰყვება, უკრაინულმა მედიამ გაავრცელა.

უკრაინელი მასწავლებლის შექმნილი დასაკეცი ღუმელი სამხედროებს, განსაკუთრებით, ზამთრის ბრძოლებში გამოადგებათ.

სერგეი მარუშჩენკოს თქმით, ღუმელის დამზადება საკმაოდ მარტივია და ამას უკვე მისი მოსწავლეებიც მშვენივრად ახერხებენ.

„როგორც პრაქტიკამ აჩვენა, ფიჭვის გირჩები საუკეთესოა. 5-6 მშრალი გირჩი საკმარისია, რომ ჭიქა წყალი 3 წუთში ადუღდეს", - ამბობს მარუშჩენკო.

უკრაინელი მასწავლებელი ფრონტის ხაზზე რამდენიმე ათეულ მინიატურულ ღუმელს უახლოეს მომავალში გაგზავნის.